11-12-2019
რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშის მდგომარეობა მძიმეა. როგორც “რეგიონულ კვირას” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ერთ-ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, მეორეს მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია.
“სასწრაფო დამხარების ეკიპაჟმა ორი მამაკაცი შემოიყვანა ტრამვის შედეგად მიღებული დაზიანებებით, ერთის მდგომარეობა უფრო სერიოზულია მეორესთან შედარებით, ამჟამად არის აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი, მინდინარეობს გამოკვლევები შინაგანი ორგანოების დაზიანებების გამორიცხვის მიზნით. მეორე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურებულია და რჩება დაკვივების ქვეშ”, – განაცხადა დავით გოგოძემ.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე 22 წლის ახალგაზრდაა იმყოფება.
შშს-ში “რეგიონულ კვირას ” განუცხადეს, რომ გამოძიება 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.