გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თბილისში “ქართული ოცნების“ ღონისძიებას ქუთაისიდანაც უერთდებიან

14-12-2019

თბილისში დაგეგმილ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებას ქუთაისიდანაც უერთდებიან.

მოსახლეობა ქუთაისში სხვადასხვა ადგილას შეიკრიბა და გამთენიისას თბილისისკენ ერთდროულად დაიძრა.

“დაახლოებით 3700 წამომსვლელია აღრიცხული, მოდიოდნენ პარტიის ოფისში და გვთხოვდნენ, რომ შეგვეტყობინებინა მათთვის თბილისში ღონისძიების დაწყების დრო, რომ მოესწროთ ჩასვლა. თავიანთი სურვილით და ტრანსპორტით მოდიან “, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გრიგოლ დალაქიშვილმა.

“საქართველო არის ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა,საზეიმო ღონისძიებაა თბილისში და მივდივართ, რომ მივიღოთ მასში მონაწილეობა. მნიშვნელოვანი ფაქტია ევროსაბჭოს თავჯდომარეობა, ეს ქვეყანას პირველ რიგში ცნობადობას მოუტანს, შემდეგ კი ყველანაირ სიკეთეს”,- განაცხადა ქუთაისის მცხოვრებმა, ზვიად წაქაძემ.

დღეს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდან  მხარდამჭერები მიიწვია და  მათ ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფს.

 

"კვირა"