გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ევროპის კვირეულის დასკვნით ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცაგერიდანაც უერთდებიან

14-12-2019

ევროპის  კვირეულის  დასკვნით ღონისძიებას ლეჩხუმელები უერთდებიან. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კოლონით თბილისისკენ დილის 8 საათზე გაემგზავრნენ.
როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან“ ამბობენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და სტრასბურგში მოძრავ ტრამვაიზე ქართული ანბანი იყო დაწერილი. სწორედ, ამიტომ როგორც ისინი ამბობენ, სურთ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ამასთან, მმართველი გუნდისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების და ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მოქალაქეების ჩამოყვანას “ოცნების” ახალგაზრდული ფრთა უზრუნველყოფს.

"კვირა"