14-12-2019
საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად, თბილისში დაგეგმილ მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებას აჭარიდანაც უერთდებიან.
მოქალაქეები ბათუმში რადენიმე ლოკაციაზე, ქართული ოცნების ოფისთან, მერიასთან ლერმონტოვის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის პირველ სკოლასთან, გმირთა ხეივანში და ჭავჭავაძის ქუჩაზე, ასევე ხელვაჩურსა და მახინჯაურშიც შეიკრიბნენ.
ღონისძიებაზე წასასვლელად მაღალმთიანი აჭარიდანაც ჩამოვიდნენ და თბილისში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან გაემგზავრნენ.
როგორც აჭარის მოსახლეობა ამბობს, ისინი საქართველოს ევროპის თავმჯდომარე ქვეყნისადმი გამართულ ღონისძიებაზე მიდიან, ასევე, მხარდაჭერას უცხადებენ მმართველ გუნდს “ქართულ ოცნებას”.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების და ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მოქალაქეების ჩამოყვანას “ქართული ოცნება” უზრუნველყოფს.