გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"ქართული ოცნების" აქცია "საქართველოს გზა ევროპისკენ" დაიწყო

14-12-2019

თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნება" საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ აქცია- ღონისძიებას "საქართველოს გზა ევროპისკენ" მართავს.


PIA.GE -ს კორესპონდენტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფება.

ადგილზე იმყოფებიან ასევე მმართველი გუნდის ლიდერები და პარტიის წევრები.

როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ღონისძიება "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის მიერ არის ორგანიზებული. 

ღონისძიებას საქართველოს რეგიონებიდან, კახეთიდან, გორიდან, სამეგრელოდან და სამცხე ჯავახეთიდან პარტიის მხარდამჭერები შემოუერთდნენ. 

პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია.

"ძალიან მნიშვნელოვანია,რასაც ახალგაზრდული მოძრაობა აკეთებს. ყველა ვუერთდებით ამ ღონისძიებას. ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერს, ვისაც სურვილი აქვს რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, ვიწვევთ 14 დეკემებრს",- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.სტრასბურგში ოფიციალურ ცერემონიაზე საფრანგეთმა საქართველოს სიმბოლური გასაღები გადასცა.

pia