გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე სამაშველო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება

14-12-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ესაჭიროება მაშველების დახმარება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. ინიციატორის განცხადებით, მამაკაცი კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდა სამაშველო ჯგუფი.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.