გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სკანდალი - ლანჩხუთის პროფკავშირების თავჯდომარეს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

26-01-2018


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი ცინცაძე ლანჩხუთის პროფკავშირებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. 

ოპოზიციის წარმომადგენლი სამართალდამცავ ორგამოებს მოუწოდებს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირების" სამსახურებრივი საქმიანობა დაუყივნებლივ შეისწავლონ. 
ცინცაძე ეჭვობს, რომ გაერთიანების თავმჯდომარე "ხალხის მიერ შეწირულ თანხას" პირადი ინტერესების გათვალისწინებით არამიზნობრივად ხარჯავს: 

"საქართველოს კანონი "პროფესიული კავშირების შესახებ" ადგენს, რომ "პროფესიული კავშირი იცავს თავისი წევრების უფლებებს თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები. მიიღონ კანონმდებლობით დადგენილი შრომის სამართლიანი ანაზღაურება.

აღნიშნულ კანონს არ ცნობს და ბოროტად უგულვებელყოფს " ლანჩხუთის პროფკავშირების თავჯდომარე " ქალბატონი მაგული კუნჭულია, რომელიც მხოლოდ იმ ინტერესებს ატარებს მისი თავჯდომარედ ყოფნის პირობებში, რომ რაც შეუძლება მეტი წევრი ჰყავდეს მას გაერთიანებაში, რათა მეტად გამდიდრდეს მათ ხარჯზე. სანაცვლოდ კი არათუ არაფერს არ აკეთებს "პროფკავშირის" წევრების შრომითი უფლებების დასაცავად, მათთვის სამართლებრივი დახმატების გასაწევად, არამედ თავხედურად ბედავს ეს ქალბატონი - დაემუქროს წევრებს სამსახურის დაკარგვაში, თუკი ისინი გაბედავენ და დატოვებენ პროფესიულ გაერთიანებას"- აცხადებს ოპოზიციის წარმომადგენელი.

გივი ცინცაძე "ნიუპოსტთან" "მუნიციპალიტეტის მერის სამხედრო აღრიცხვის გაწვევის სამსახურის" თანამშრომელთა ე.წ. "მეცამეტე ხელფასის" გაუცემლობის ფაქტსაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებმა დახმარებისთვის ლანჩხუთის პროფესიულ კავშირს მიმართეს. თუმცა კუთვნილი ანაზღაურება დღემდე გაუცემელია.

"პროფკავშირების იმედად დარჩენილები ხელმოცარულები დარჩნენ. ცხადია აღნიშნულმა ფაქტმა მათში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი დაუცველები დარჩნენ იმ ორგანიზაციისგან რომლის წევრობისთვისაც ყოველთვიურად იხდიან საწევრო შენატანს საკუთარი ჯიბეებიდან და გამოდის, რომ იხდიან მაგული კუნჭულიას ჯიბეში. მინდა შევახსენო ქალბატონ თავჯდომარეს "სისხლის სამართლის კოდექსით" დადგენილი ერთ-ერთი "მუხლი" - რომელიც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს თავისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად. იგი ისჯება ერთ-ერთი შემდეგ ჩამოთვლილთაგანით: ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, თავისუფლების აღკვეთით. ქალბატონი მაგულის ასაკის გათვალისწინებით, ვფიქრობ უპრიანი იქნება დაისჯება თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები - "პროფკავშირმა" შეასრულოს მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება მშრომელთა უფლებების დასაცავად და არა პირიქით - მათი უფლებების უგულველსაყოფად და ფეხქვეშ გასთელად.

მინდა ვთხოვო შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ " ლანჩხუთის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირების" სამსახურებრივი საქმიანობით, იმით თუ რაში იხარჯება ხალხის ფული, რომელთაც აიძულებენ წევრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან. ასევე კეთილი ინებოს ქალბატონმა თავჯდომარემ და გამჭვირვალე, საჯარო გახადოს თითოეული თეთრი და გამოაქვეყნოს წევრთა რაოდენობა და შემოსავალი. ის თუ რაში იხარჯება წევრთა შემოწირულობა და რა კეთდება ამის სანაცვლოდ მათთვის. რა სარგებელს ნახულობენ წევრები ამით.

ვფიქრობ, რომ ძცირფასი და ბრძენი ლანჩხუთელები სწორად განსჯიან აღნიშნულ თემას და ნელ-ნელა გაღვივდება მათში ისედაც არსებული ბრძოლის ჟინი. ბრძოლისა, რომელიც არის განვითარებასა და უკუსვლას, სიკეთესა და ბოროტებას, დემოკრატიასა და კორუფციით, ნეპოტიზმით სავსე ხელისუფლებას შორის. მე ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა ვარ ჩემი საყვარელი ხალხის მხარეს და ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში!"- განაცხადა ენმ-ს წევრმა.

გივი ცინცაძე ეჭვობს, რომ მაგული კუნჭულიას ხელისუფლება მფარველობს. კუნჭულია ხელისუფლების ცვლილებამდე მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობა, 2012 წელს კი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა და პარტიის წევრიც კი გახდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ კუნჭულიას გაწეული სამსახური დაუფასდა და ერთდროულად ორი სამსახურიდან იღებს ხელფასს.

"გურიის მოამბე"