გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

რუსთავში პოლიციელებმა ადვოკატი სცემეს

19-12-2019

რუსთავში 5 პოლიციელმა ადვოკატი მამუკა შაქარაშვილი საკუთარ სახლში ჯერ ბორკილებით დააბა შემდეგ, კი ფიზიკურად გაუსწორდა.

სახლში, სადაც დაზარალებულის შვილი და სიძე ცხოვრობენ სამართალდამცავები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ და ადგილზე მამუკა შაქარაშვილს ადგილზე არ უშვებდნენ. ადვოკატის კოლეგების ინფორმაციით, შელაპარაკება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რასაც პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობა მოყვა. რის შემდეგაც ხელბორკილები დაადეს და თბილისის სამმართველოში გადაიყვანეს.

შემთხვევის შემდეგ ადვოკატი შეუძლოდ გახდა, რომელიც კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს და ამ დრომდე მკურნალობას იქ გადის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაქარაშვილი პოლიციის კანონიერ მითითებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.

newposts