22-12-2019
214 000 ლარი - სახელმწიფო ბიუჯეტს საგარეჯოში "ჯანდაცვასთან დაკავშირებული შენობების მშენებლობა" უჯდება.
ქალაქის მერიამ გამარჯვებული გამარტივებული შესყიდვის წესით გამოავლინა.
გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებელი საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორი ოთარ ბუზარიაშვილია.
საკრებულოს თავმჯდომარე ტყუილში, საჯარო რეესტრის დოკუმენტმა ამხილა, რომლითაც ირკვევა, რომ ბუზარიაშვილი მუნიციპალიტრეტის საკრებულოს დეპუტატის კომპანიის დირექტორი იყო და მის ბიზნესებს მართავდა,თუმცა ბიზნესს კავშირს ისინი უარყოფენ.
"ახალი კომპანია 2018" სახელმწიფო ტენდერებს მას შემდეგ იგებს, რაც ოთარ ჩალათაშვილი თანამდებობაზე აირჩიეს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთარ ბუზარიაშილმა 23 ტენდერის მოგება შეძლო. საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან, მხოლოდ 2019 წელს 1,400,000 ლარზე მეტი მიიღო.
ტენდერებში გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებელი "კურიერის" კამერასთან არ გამოჩენილა.
უკონკურენტო გარემოში მოგებულ ტენდერთან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციასაც.
საკრებულოს უმცირესობაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებში კორუფციული გარიგებების გზით თანხების ფლანგვაზე საუბრობენ.
საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორს ტენდერებთან ერთად მოგებული აქვს რამდენიმე გამარტივებული შესყიდვაც დროის მცირე ინტერვალით ერთსადაიმავე დღეს.