გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სააკაშვილი შინაპატიმრობაზე: მათ ეშინიათ წალენჯიხის ავტობუსის ეფექტის

28-01-2018

მიხეილ სააკაშვილის შესახებით, უკრაინის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილება მისი შინაპატიმრობის შესახებ დამფრთხალი ხალხის მიერ არის მიღებული. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ ამ გზით უკრაინის ხელისუფლებამ ის მინიმალური შეზღუდვა დაუწესა, რაც შეეძლოთ.

„მათ ეშიანიათ არ ჩავიდე რეგიონებში და ხალხი არ გამოვიყვანო, მათ ეშინიათ წალენჯიხის ავტობუსის ეფექტის. ამაზე მინიმალური შეზღუდვა არ არსებობს. ხალხი შეიძლება თვითონ მოვიდეს და გამათავისუფლოს. ამიტომ რაც გააკეთეს არის ის, რომ ღამე იყავი სახლშიო. ღამე სახლში ისედაც ვარ, როგორც წესი. ეს არის შეშინებული, დამფრთხალი ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც ბევრს ვერაფერს ვერ ბედავს“, – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, ის ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. ის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. 11დეკემბერს კი პიჩორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

რადიო "ათინათი"