გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქართველ „კანონიერ ქურდს“ საფრანგეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

23-12-2019

ქართველ „კანონიერ ქურდს“ კახა შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.  შუშანაშვილი დამნაშავედ სცნეს განზრახ მკვლელობის შეკვეთაში. საუბარია ასევე ქართველი „კანონიერი ქურდის“, ვლადიმერ ჯანაშიას მკვლელობაზე. 

ზუგდიდელი ლადო ჯანაშია ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის მოკავშირე იყო. ის საფრანგეთში 2010 წელს ჩაცხრილეს. ჯანაშიას ოჯახში აცხადებდნენ, რომ მკვლელობა კახა შუშანაშვილის დაკვეთით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შუშანაშვილმა ლადო ჯანაშიას მკვლელობა მანამდეც სცადა, ბელგიიდან ჩასული ქილერის მეშვეობით.

შუშანაშვილი ამჟამად მარსელის ციხეში იმყოფება. მას კიდურებზე სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, თუმცა, როგორც მისი ფრანგი ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამედიცინო დახმარება არ უტარდება, მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება.

alia