გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ცაგერში ტყის მასივი იწვის – ცეცხლის ქრობას ხელს რთული რელიეფი უშლის

23-12-2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმის ტერიტორიაზე, დაახლოებით 12 ჰექტარამდე ტყის მასივს, ცეცხლი უკიდია.

ადგილზე ამბროლაურიდან 10, ხოლო ცაგერიდან 20 მეხანძრე ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს. ცეცხლი ეკალბარდებსა და ბალახს უკიდა.

ადგილზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გუგავა იმყოფებიან.

როგორც “რეგიონულ კვირას” ცაგერის სახანძრო ჯგუფის ხელმძღვანელმა გაგა ბერიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებული არ არის.

“30 მეხანძრე ცდილობს ხანძრის ლიკვიდირებას, მაგრამ მიუვალი ეკალ-ბარდებია და ძალიან ჭირს გადაადგილება, ამიტომ, ჯერ-ჯერობით, ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებითაა, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, – ამბობს გაგა ბერიძე.

"კვირა"