გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარტვილის მუნიციპალიტეტ ბალდის მთის ფერდობზე ტყის ქვედა საფარი იწვის

24-12-2019

როგორც “რეგიონულ კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ხანძარი სოფელი სალხინოს ზედა მხარეს ბალდის მთის ფერდობზეა.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრითაა მოშორებული და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. უწყების ცნობით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სამაშველო სამსახურის ადგილობრივი ბრიგადები.

“ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება სამაშველო ბრიგადის ორი ეკიპაჟი მონიტორინგის მიზნით და ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დილიდან უკვე განახლდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები” – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

"კვირა"