24-12-2019
ხობში დაკავებული 20 წლის გიორგი ჭურღულიას ოჯახი პოლიციას ცემაში ადანაშაულებს. ჭურღულიას დედა თეა გოგილავა ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მისი შვილი უკანონოდ დააკავეს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ოჯახი ახალგაზრდის გათავისუფლებას და პოლიციელის დასჯას ითხოვს.
"ჩემს შვილთან იყო პირველ მაისში. მეგობარს დაურეკია და იქიდან რესტორანში წასულან. ცოტა დაულევიათ და რომ გამოდიოდნენ პოლიციას დაუკავებია, არაფრის გულისთვის. ადვოკატმა მითხრა, რომ თავზე დაზიანებები აღენიშნება და თავს ცუდად გრძნობს. ამიხსნან რატომ აკავებდნენ და რატომ სცემეს ჩემი შვილი", - ამბობს თეა გოგილავა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მეგობრებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, იქიდან გამოსული კი პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკა ჩაუტარა, რასაც უსიტყვოდ დაემორჩილა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მას პოლიციის სამმართველოში გაყოლა სთხოვეს, უარი განაცხადა , რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ადვოკატის ინფორმაციით, ახალგაზრდას დაზიანებები თავის არეში, მხრებზე, ფეხისა და კისრის არეში აღენიშნება და იგი ქუთაისში, სამედიცინო ექსპერტიზაზე იყო გადაყვანილი.
გიორგი ჭურღულია ამჟამად ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
რადიო "ათინათი"