გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

წყალტუბოში ნამახვანი ჰესის პროექტისსაჯარო განხილვა გაიმართა

24-12-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შესატანი ცვლილებების საფუძველზე მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საჯარო განხილვა გაიმართა.

დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საჯარო განხილვის პროცესი დინამიურად წარიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მშენებელი კომპანიის „ENKA“, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს პროექტის საჯარო განხილვისას წარმოადგენდა ქვემო ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურის შესაძლო ზეგავლენა კურორტ წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალურ წყლებთან მიმართებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბუნებრივ-ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ქვემო ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურის განლაგების არეალი გეოლოგიურად არ უკავშირდება წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალური წყლების ფორმირების არეებს და შესაბამისად ქვემო ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურა კურორტ წყალტუბოზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საჯარო განხილვისას მოხდა დაინტერესებული საზოგადოების დეტალური ინფორმირება პროექტში შესატან ცვლილებებთან და შესაბამისად, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით, აგრეთვე დაინტერესებულ საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია მათ მიერ დასმულ მნიშვნელოვან საკითხებზე.