გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლანჩხუთში სოციალურად დაუცველებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ

25-12-2019

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ლანჩხუთის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სახლში ესტუმრნენ და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ბენეფიციარებს საჩუქრები ასოციაცია „საბას“ დამფუძნებელმა ინეზა კვაჭაძემაც გადასცა.