გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

აბასთუმნის ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრი მაღაროებში, ცემენტის საწარმოებში, მეტალურგიულ და სხვა მსგავს ობიექტებზე დასაქმებულებს რეალიბიტაციის კურსს შესთავაზებს

27-12-2019

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს, სს "ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის" დირექტორს ზაზა ავალიანს და შპს "აბასთუმნის ფილტვის ცენტრის" დირექტორს რევაზ ჟღენტს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

შეთანხმების თანახმად, აბასთუმნის ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრი იღებს ვალდებულებას მაღალი პროფესიული რისკის ჯგუფების წარმომადგენლებს - მაღაროებში, ცემენტის საწარმოებში, მეტალურგიულ და სხვა მსგავს საწარმოებში დასაქმებულებს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადებები აღენიშნებათ, უფასო სამკვირიანი სასუნთქი სისტემის რეალიბიტაციის კურსი შესთავაზოს.

მემორანდუმს ხელი მოეწერება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში.

ხელმოწერის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება.