გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბიძინა ივანიშვილის ქონება 27 დეკემბრის მონაცემით $525 მილიონით გაიზარდა

27-12-2019

 

 

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 2019 წლის 27 დეკემბრისთვის ბიძინა ივანიშვილის ქონება $525 მილიონი აშშ დოლარით (+10,5%) გაიზარდა. მილიარდერების 500-ეულში ივანიშვილი 371-ე ადგილზეა და მისი ქონება 5,52 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

2019 წლის ივნისიდან ბიძინა ივანიშვილის ქონება იზრდებოდა. ივნისის მონაცემებით, ის 5,27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ივლისში 5,37 მილიარდ აშშ დოლარი იყო. 8 ნოემბრის მონაცემით, ბიძინა ივანიშვილის ქონება კიდევ $450 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 5,45 მილიარდ აშშ დოლარი გახდა.

ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა. ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული. 1990-იანი წლებში ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა, რუსეთის საქმიან ცხოვრებაში. მისი ინტერესები ფართოდ იყო წარმოდგენილი რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ფინანსების, ჯანდაცვისა და მძიმე მეტალურგიის სექტორში.

alia