კვლავ მძიმე რჩება მეორე მოზარდის - ლ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი სხეულის მძიმე ტრავმებით მკურნალობას იაშვილის კლინიკაში აგრძელებს. 12 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში, 25 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მოპედზე მსხდომი ორი მეშვიდეკლასელი დაშვდა. ერთ-ერთი მოზარდი თბილისში გადაიყვანეს, მეორეს კი პირველადი დახმარება ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აღმოუჩინეს, შემდეგ დედაქალაქში გადაიყვანეს.