გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„საქართველოს რკინიგზა“ ბათუმისა და ზუგდიდის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

30-12-2019

ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება - 2020 წლის 3; 4; 5; 6; და 7 იანვარს

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877- გასვლა 08:50; ჩასვლა 14:30; გამოსვლა 19:10; ჩამოსვლა 0:35.

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 - გასვლა 10:30; ჩასვლა 15:30; გამოსვლა 17:00; ჩამოსვლა 22:00.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.