გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუისპირსა და ნაფარეულში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

30-01-2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი „ტოიოტასა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ორმა პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა, ერთის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

გუშინ საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ნაფარეულშიც, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტომანქანიდან მძღოლის ამოყვანა მაშველების დახმარებით გახდა შესაძლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტისა და მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

reginfo.ge