გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„წითელი ხიდის” და „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებში ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

6-01-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი” და „სარფი“ სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6,820 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.