გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

წითელ ხიდზე და ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

6-01-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი” და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 61,773,64 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 444,37 გრამი) და ვერცხლის (4,18 გრამი) ნაკეთობები და ასევე ოქროს მონეტები გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ცნობით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-1 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ერთ შემთხვევაში სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 27,003 ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო მეორე შემთხვევაში, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.