გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, თითქოს წყალი არავის მიეწოდება და ბაკურიანიდან დამსვენებლები გარბიან, არის სიცრუე და აბსოლუტურად უსაფუძვლოა“ - ილია ბეგიაშვილი

6-01-2020

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად ბაკურიანში იმყოფება. ბეგიაშვილის თქით, ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, თითქოს წყალი არავის მიეწოდება და ბაკურიანიდან დამსვენებლები გარბიან, არის სიცრუე და აბსოლუტურად უსაფუძვლოა.


„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტების 90% სრულად მარაგდება წყლით 24 საათის განმავლობაში, პრობლემურია დაახლოებით 10%, სადაც აბონენტების ნაწილი წყალს გრაფიკით იღებს, ნაწილს კი, წყალმზიდებით ვამარაგებთ. ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებების მოძიება და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ღამით უკვე დამთავრდება სამუშაოები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, შევავსოთ ის რეზერვუარები, საიდანაც მარაგდება მთლიანად ბაკურიანი. შედეგად, არსებული გათვლებით, კიდევ 60%-ით გაიზრდება წყალმომარაგება. მინდა კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, როგორც ჩვენი მოსახლეობა, ისე სტუმრები, რომ ყველა სამსახური მობილიზებულია და ვცდილობთ, პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრას, სასტუმროების მენეჯერებს და მედიასაშუალებებს კი მინდა ვთხოვო, რომ იყვნენ მაქსიმალურად ადეკვატურები, როდესაც ამბობენ, თითქოს კურორტი საერთოდ პარალიზებულია“, - განაცხადა ილია ბეგიაშილმა.


მინისტრის მოადგილე ბოდიშს უხდის ყველას, ვისაც დისკომფორტი შეექმნა წყლის მიწოდებაში არსებული ხარვეზების გამო და ვითარების ოპერატიულად გამოსწორებას ჰპირდება.