8-01-2020
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის შენობაში, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
შინგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გუშინ, გვიან ღამით რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ მოხდა.
ადგილზე მისულ მეხანძრეებს ერთ-ერთ ოთახში ცეცხლის ღია კერა დახვდათ. ხანძრის შედეგად, 65 წლამდე ასაკის ორი ქალი დაიღუპა.
მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს და ხანძარი დანარჩენ ოთახებში არ გავრცელებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი უწყება. შენობიდან 35 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარ ფაქტს შინგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.