გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით მთავრობა პროცედურებს იწყებს“ - მაია ცქიტიშვილი

9-01-2020

ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა იწყებს პროცედურებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.


„იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლიდან კონსორციუმის მხრიდან ხდება ვალდებულებების შეუსრულებლობა, დღეის მდგომარეობით, კონსორციუმმა დღეისთვის ვერ შეძლო კერძო ინვესტორის მოზიდვა და 120 მილიონი დოლარით საკუთარი კაპიტალის შევსება, ასევე ვერ მოახერხა ინვესტორმა საერთაშორისო ბანკებიდან 400 მილიონი დოლარის სესხის მიღება, აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით კონსორციუმს არ აქვს წარმოდგენილი რეალური ინვესტორი და პროექტის განხორციელების რეალისტური ხედვა, მთავრობამ იმისჯელა და გადაწყვიტა, რომ შემდგომ გადავადებას არ ექნება დადებითი შედეგი პროექტის განხორციელებისთვის, ამდენად მთავრობამ გადაწყვიტა, დაიწყოს პროცედეურები ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.