გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: ძალისხმევა, რომელსაც მთავრობა ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად ახორციელებს, გასაფრთხილებელია

9-01-2020

ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ზამთრის კურორტებზე წლის დასაწყისში შექმნილი გარკვეული გართულებების შესახებ ისაუბრა, რომელიც წყალმომარაგების თვალსაზრისით იყო, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. გიორგი გახარიას თქმით, გამომწვევი მიზეზები უკვე ცნობილია. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საჭირო იყო უფრო მეტი პრევენციული მუშაობა.

„ერთმნიშვნელოვნად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო, როგორც ობიექტური ძირითადად, ასევე სუბიექტური ფაქტორები. გვესმის, რომ პრობლემა არის საკმაოდ სისტემური. გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომლებიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ სრულად იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი შემთხვევები აღარ გვქონდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.