გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ანაკლიის პროექტზე მთავრობის სხვადასხვა წევრები ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებდნენ“ - მამუკა ხაზარაძე

9-01-2020

პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერის და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ წამოსული მამუკა ხაზარაძის განცხადებით , კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი სწორედ მისი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაწყებული ორკესტრირებულ შეტევის ნაწილია.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ე.წ. გადავადებით თვალი აუხვია საზოგადოებას და პარარელურად გააგრძელა დესტრუქციული ნაბიჯების განხორცილება.

„ეს არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომელიც წელიწადნახევრის წინ დაიწყეს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იყო კონტრაქტით გათვალისწინებული, არის შესრულებული. სახელმწიფომ ამ ე.წ. გადავადებებით, თვალი აუხვია საზოგადოებას და პარალელურად გააგრძელა ყველა ის დესტრუქციული ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კომპანიისა და ამ პროექტის განხორციელებას. ყველა ამ საკითხზე იქნება სერიოზული დავა. არსებობს უზარმაზარი ტომები, ჩვენი ე.წ. მთავრობის სხვადასხვა წევრების ქმედებებისა, რომლებიც მიზანმიმართულ ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებდნენ ანაკლიის პროექტზე“, - განცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.