ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ქეთევან ციხელაშვილი: ოფიციალური თბილისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული

9-01-2020

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა.


ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოფიციალური თბილისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„ცხადია, აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესი და განვითარება არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და პირველ რიგში, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი და მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი არეულობაა. მოსახლეობა რაულ ხაჯიბას მეორე ვადით „პრეზიდენტად“ არჩევას აპროტესტებს.


აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს ადმინისტრაციის კარი და დალეწეს ფანჯრები. სწორედ ფანჯრიდან შევიდა მათი დიდი ნაწილი შენობაში.