გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სადახლო-თელეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი დანაშაულისთვის ძებნილი პირი პოლიციამ თბილისში დააკავა

12-01-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისათვის ძებნილი, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჭ., თბილისში დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 24 ნოემბერს ზ.ჭ. სადახლო-თელეთის საავტომობილო გზაზე „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. სოფელ ზემო თელეთში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერების დროს, აღნიშნულ ავტომანქანასთან სამართალდამცველები მივიდნენ, რათა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია გადაემოწმებინათ.

სამართალდამცველთა დანახვისთანავე ზ.ჭ.-მ ჩაკეტა მანქანის კარებები, გაქცევის მიზნით მიზანმიმართულად მოახდინა პოლიციის მანქანებზე შეჯახება, დააზიანა მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები, გაქცევა მოახერხა და მიიმალა.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზ.ჭ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით.

ბრალის წარდგენის შემდეგ კი, ზ.ჭ.-ს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

ზ.ჭ-ს მიმართ გამოძიება სამსახურებრივი საქმიანობის დროს პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.