გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში გრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვები ბაღებში არ დაიშვებიან

13-01-2020

გრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვები ბაღებში არ დაიშვებიან-ამის შესახებ tv4-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

​ეკა ხუციშვილის განმარტებით,სააღმზრდელო წლის განახლებასთან ერთად, ფილიალებში თავისუფალი დასწრება საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია გაგრძელდეს.


მისივე ინფორმაციით, ბაღის შენობაში ჯანდაცვის კოორდინატორიც მუშაობს, რომელიც გრიპის დაფიქსირების შემთხვევაში, მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.


ამასთან, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება.


ბაღში ყოფნის დროს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი აღმზრდელი, ჯანდაცვის კოორდინატორთან კონსულტაციის საფუძველზე, მშობელს დაუკავშირდება და ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანას მოსთხოვს.



tv4.ge