კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
,,ძალიან უცნაურია, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან პარტია იმის იმედზეა, რომ სხვამ შეცდომა დაუშვას’’-რატი იონათამიშვილი

13-01-2020

„ძალიან უცნაურია, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან პოლიტიკური პარტია იმის იმედზეა, რომ ვინმე სხვამ შეცდომა დაუშვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ის წამგებიან პოზიციაში მინიმუმ და მას არ შესწევს იმის უნარი, რომ თვითონ შექმნას გარკვეული პოზიტიური დღის წესრიგი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე , რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ერთ მაგიდასთან დასხდომა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ განაპირობა.

მისივე თქმით, ეს არც არის გასაკვირი, რადგან აღნიშნული პოლიტიკური პარტიები და ლიდერები მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე სწორედ ასე იქცევიან.

„თუ გვინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმატებას მივაღწიოთ, უნდა ვიყოთ საკუთარი პოტენციალის, საკუთარი თავდადების იმედზე და იმის იმედზე, რომ ჩვენ ჩვენი საქმით ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს. თუ სხვის იმედად ვიქნებით, ეს უკვე დასაწყისშივე ნიშნავს წაგებას. თუმცა, მე ასეთი დამოკიდებულება ამ პოლიტიკური პარტიისა და ამ ადამიანების მხრიდან არ მიკვირს. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ ისინი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე სწორედ ასე იქცევიან და სწორედ, სხვაგან ეძებენ გარკვეულ წარმატებას და არა საკუთარი წინსვლით, პროგრესით ან კონსტრუქციული მუშაობით“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.