13-01-2020
გურიაში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიცია აქციით დახვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს იმ მუზეუმის ეზოში შესვლა სურდათ, სადაც ღონისძიებაზე პრეზიდენტს ელოდნენ.
ამის საშუალება ოპოზიციას პოლიციამ არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა. ღონისძიებამდე ნახევარი საათით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუზეუმთან შეიკრიბნენ. მათ ლობიო, პრასი და მჭადი მიიტანეს. განაცხადეს,რომ პრეზიდენტს უნდა გადასცენ იმის აღსანიშნავად, რომ ის თბილისში აქციის მიმდინარეობისას სალობიეში ლობიოს ჭამდა.
გურიაში კალანდობისთვის ემზადებიან. საახალწლო ღონისძიება ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, 18:00 საათზე დაიწყო. რადიანის მუზეუმში პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე უკვე მივიდნენ. ადგილზე პოლიცია მობილიზებულია.