გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საოკუპაციო ძალები ხაშურის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებს - სახელმწოფო უსაფრთხოების სამსახური

14-01-2020

საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებს. ინფორმაციას სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტებმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციები აღმართეს, რასაც თბილისში „პროვოკაციულ ქმედებებად“ აფასებენ.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩორჩანას და სოფელ წაღვლის მიმდებარედ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებების საკითხი დასმული იყო როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.

მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, საკითხი კი აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.