გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსთავის წინაშე არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ ინტერუწყებრივი ჯგუფი იქმნება

16-01-2020

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ქალაქ რუსთავის წინაშე არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ ინტერუწყებრივ ჯგუფს ქმნის.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შევა ყველა ის უწყება, რომელიც აქტიურად ჩაერთვება რუსთავის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში.

სამუშაო ჯგუფს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს. ჯგუფის მუშაობაში, კომიტეტის წევრების გარდა, ჩაერთვებიან რუსთავის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

ინტერუწყებრივი ჯგუფი პირველ შეხვედრას იანვრის ბოლო კვირაში გამართავს.