გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარადგინა

16-01-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიჩნევს, რომ როგორც დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტი, მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი არსებულ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს და იგი აკადემიურ წრეებში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.

წარდგინებაში ნათქვამია, რომ ირაკლი შოთაძეს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის და ხელმძღვანელობის არაერთწლიანი გამოცდილება აქვს.

,, იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მუშაობა სტაჟირებით დაიწყო და საკუთარი პროფესიული , ზნეობრივი თვისებებით მიაღწია და გახდა საქართველოს მთავარი პროკურორი, მან არა მხოლოდ ამ ინსტიტუტის ზოგადკონცეპტუალური, არამედ პროკურატურის ტერიტორიული დანაყოფების, თითოეული პროკურორის წინაშე არსებული ვიწრო პროფესიული გამოწვევებიც იცის - მათ შორის პროკურატურის თანამშრომელთა საჭიროებები, კარგად იცნობს მათ შესაძლებლობებს და აქვს პროკურატურის განვითარების ხედვა. ირაკლი შოთაძე აქტიურად მუშაობდა საქართველოს პროკურატურის, როგორც გამჭვირვალე, პრინციპულ და მიუკერძოებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების კუთხით. ზემოთ აღწერილი გარემოებების გამო , პიროვნული თუ პროფესიული თვისებების გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო წარმოგიდგენთ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის პოზიციაზე“,- ნათქვამია ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წარდგინებაში.