გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თეა წულუკიანი: ირაკლი შოთაძე ძალიან კარგი მთავარი პროკურორი იყო, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავის დროზეც არ მომწონდა

17-01-2020

ირაკლი შოთაძე იყო ძალიან კარგი მთავარი პროკურორი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ირაკლი შოთაძე იყო მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც, მე, როგორ იუსტიციის მინისტრმა, დავინახე პროკურატურაში რეფორმები, დავინახე შეკრული პროკურორთა კორპუსი და გაჰუმანურებული მართლმსაჯულების პროცესი. შესაბამისად, მივესალმები ამ კანდიდატურის დაყენებას. ძალიან ბევრი ღირსეული და მნიშვნელოვანი გამოცდილების კანდიდატურა არის შეტანილი საბჭოს წინაშე. ახალი კონსტიტუციის თანახმად, აღარ გახლავართ საბჭოს ხელმძღვანელი, ეს საბჭოს არის იუსტიციის სამინისტროსგან უკვე ერთი წელია, სრულიად დამოუკიდებელი. დაველოდოთ რას გადაწყვეტს საბჭო, მაგრამ ყველას გახსოვთ ჩემი ურყევი პოზიცია, რომ მაშინ ირაკლი შოთაძემ მართალია მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ არ მომწონდა, ეს პოზიცია მას შემდეგ არასდროს შემიცვლია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ წარედგინა.