გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობას კელი დეგნანი დაიკავებს

17-01-2020

საქართველოში ამერიკის შეერთბეული შტატები ახალ ელჩს მოაველენს. ამ თანამდებობას კელი დეგნანი დაიკავებს.

16 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქრთველოში აშშ-ს ახალი ელჩის, კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ცერმონიას საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძეც ესწრებოდა. ელჩმა კელი დეგნანს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოში ელჩად დანიშვნა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

ღონისძიებაზე კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ისტორიულ პროგრესს მიაღწია. დეგნანის განცხადებით მისი როგორც ახალი ელჩის მიზანია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს ელჩმა დავით ბაქრაძემ კელი დეგნანს უმასპინძლა ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რა დროსაც ელჩებმა მიმოიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პრიორიტეტები.