გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ჩვენი მხრივ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების ორმხრივი ფორმატის განახლების შესაძლებლობას" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო

17-01-2020

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰუმანიტარულ საკითხზე საქართველოსთან ორმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის წინადადებით გამოდის.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ე.წ. უწყება განცხადებით „საქართველოს თანამდებობის პირებისა და აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას“ გამოეხმაურა.

„ჩვენი მხრივ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების ორმხრივი ფორმატის განახლების შესაძლებლობას, რაც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის იზოლაციის პრობლემების, რეგიონული უსაფრთხოების, ეკოლოგიისა და სხვა საკითხების განხილვას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჰუმანიტარულ თანაშრომლობასთან. ამავე დროს გასაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსის თემა, რომელიც ემყარება აფხაზი ხალხის სურვილს და ასახულია აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში, არ წარმოადგენს განხილვის საკითხს“, - ნათქვამია განცხადებაში.