გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

თენგიზ ცერცვაძე: რას შეიძლება ველოდოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც ენა უბრუნდებათ თქვან, რომ საქართველოში და შესაძლოა მთელს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პროგრამა „ჩავარდა“ და თან ეს უხაროდეთ?!

17-01-2020

,,მე სხვებთან ერთად ვიდექი ამ პროგრამის სათავეებთან, ვარ მისი პატრიოტი და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად , კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ და მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით გავუწიო ოპონირება ნებისმიერ პირს, ვინც ამას ისურვებს,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

პროფესორის თქმით, საქართველო არის პიონერი და უპირობო ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ევროპის, ამერიკის და მსოფლიო კონგრესებზე ეძღვნება სპეციალური სესიები.

,,პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფი აცხადებს, რომ პროგრამა „ჩავარდა“, „ჩაფლავდა“, „კრახი განიცადა“, „ქვეყანამ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა დაკარგა“ და ა.შ. გარდა იმისა, რომ ეს მთლიანად აცდენილია სინამდვილეს, ძალიან მძიმე სანახავია, თუ როგორი ენთუზიაზმით და კმაყოფილებით კეთდება ეს განცხადებები პრინციპით, რომ მათ „სხვისი აშენებული საქართველო არ უნდათ“. რას შეიძლება ველოდოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც ენა უბრუნდებათ თქვან, რომ საქართველოში და შესაძლოა მთელს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პროგრამა „ჩავარდა“ და თან ეს უხაროდეთ?! ეს ადამიანები მხოლოდ გაკვრით ახსენებენ, რომ კარგია, რომ 60 ათასი პაციენტი C ჰეპატიტისგან განიკურნა, მაგრამ და შემდეგ იწყება პროგრამის და მისი შემსრულებლების ლანძღვა და დისკრედატაცია. მე სხვებთან ერთად ვიდექი ამ პროგრამის სათავეებთან, ვარ მისი პატრიოტი და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის (ბ-ნი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე) მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ და მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით გავუწიო ოპონირება ნებისმიერ პირს, ვინც ამას ისურვებს. ამ პოსტში კი მოკლედ მინდა ვუპასუხო ოპონენტების ზოგიერთ ინსინუაციებს. საქართველო არის პიონერი და უპირობო ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში. ეს აღიარებულია ყველა, აბსოლუტურად ყველა საზღვარგარეთული ავტორიტეტული ინსტიტუციის და ექსპერტის მიერ. საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ევროპის, ამერიკის და მსოფლიო კონგრესებზე ეძღვნება სპეციალური სესიები. პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში. საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოდიან მთელი რიგი ქვეყნების დელეგაციები და ა.შ”,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე