ორშაბათი, აპრილი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
კახა კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებმოხსენებით წარდგება

20-01-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, 20-24 იანვარს, ბრიუსელს ეწვევიან, სადაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. სხდომაზე, სადაც საქართველოში არსებული პროგრესის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი მდგომარების შესახებ იმსჯელებენ, მოხსენებით წარდგება კახაბერ კუჭავა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვედრებს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ჰაიდი ჰაუტალასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელ ანდრიუს კუბილიუსთან, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტიან ტერესთან და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე რასა იუკნევიჩიენესთან გამართავს.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტარებთან - ურმას პაეტთან, ანდრეა ბოცსკორთან და რაინჰარდ ბიუტიკოფერთან.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს, აგრეთვე, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ასევე, ბრიუსელში მოქმედი აკადემიური წრეებისა და Think-Tanks წარმომადგენლებთან გამართავენ.​