გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავში, სოფელ ფშაველში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

21-01-2020

საქართველოს მელიორაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ნაურდლის მაგისტრალური არხის, №1 წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 1600 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას სოფელ ჯუღაანის, სანიორეს, ართანასა და ნაფარეულის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

№1 გამანაწილებელზე და მის განშტოებებზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ვიწრო დიამეტრის ურდულები მსხვილი დიამეტრის ურდულებით შეიცვლება; ამავე ქსელზე დამატებით დამონტაჟდება ჰიდრანტები; მოეწყობა ლითონის მილი 1000 მეტრი. ჩატარებული სამუშოები ქსელში წყლის მართვას უზრუნველყოფს, შედეგად მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება 500 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.