გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ივანე მაჭავარიანი: EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა

21-01-2020

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ, სადაც განხილული იყო ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებს საქართველოს და ბულგარეთს.

„საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა დაწვრილებით განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებდა საქართველოს და ბულგარეთს. ისინი აღგვიქვამენ, როგორც კარიბჭეს შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიისკენ და ჩვენ ჩვენი მხრივ, მათ აღვიქვამთ, როგორც კარიბჭეს ევროპისკენ, შესაბამისად, ჩვენს შორის ურთიერთობები, შავი ზღვის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, როგორც რეგიონში, ისე გლობალურად“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.