გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამ პროგრამის კომპლექსურობას" - დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამაზე

22-01-2020

საქართველომ 2014 წლის დასაწყისში მიიქცია მსოფლიოს ყურადღება ორი ფაქტორით : როგორც ქვეყანამ, სადაც უკვე არსებობდნენ ექიმები და მეცნიერები მაღალი მიღწევებით შიდსის მართვაში და სადაც არა მხოლოდ პრიორიტეტად გამოცხადდა, არამედ უკვე მიმდინარეობდა მუშაობა ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წელი უკიდურესად დინამიური იყო ჰეპატიტთან მიმართებაში.

„ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამ პროგრამის კომპლექსურობას. როდესაც გაზაფხულზე სოზარ სუბარმა და არჩილ თალაკვაძემ ამ პროგრამაზე მუშაობა დაიწყეს, მე მთლად ოპტიმისტურად არ ვუყურებდი. თუმცა ამ პროექტმა ძალიან მალე მოგვცა შედეგი. ამ მედიკამენტზე კონსოლიდირებულმა შესყიდვამ ჩვენ საშუალება მოგვცა 60% ჩამოგვეწია ფასი დანარჩენი მოსახლეობისთვის. უკვე ზაფხულში პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ ეს პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოგვარდეს. მაშინ ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო ამ ამოცანის კონტურები, იმიტომ, რომ პირდაპირი მოქმედების მედიკამენტი „სოვალდი“ 2013 წლის დეკემბერში გამოვიდა.

ჩვენ ვიცოდით, რომ გამოდიოდა რაღაც პრეპარატი, რომლის ერთი კურსიც 84 000 დოლარი ღირდა, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი კი საშუალოდ 80% იყო. 2014 წლის დასაწყისში გლობალურ ჯანდაცვაში ამ დაავადების ელიმინაციაზე ზრუნვის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. საქართველომ 2014 წლის დასაწყისში მიიქცია მსოფლიო ყურადღება ორი ფაქტორით: როგორც ქვეყანამ, სადაც უკვე არსებობდნენ ექიმები და მეცნიერები მაღალი მიღწევებით შიდსის მართვაში და სადაც არა მხოლოდ პრიორიტეტად გამოცხადდა, არამედ უკვე მიმდინარეობდა მუშაობა ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით“, - განაცხადა სერგეენკომ.