გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლატვიის პრეზიდენტი: ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში საქართველოს გვერდით ვართ

22-01-2020

ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში და განაგრძობს გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურ თანამშრომლობაზე.
პრემიერ-მინისტრმა ლატვიის პრეზიდენტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის სამიტზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა ახალი, ნათელი ხედვის ჩამოყალიბება, როგორ განვითარდეს მომავალში თანამშრომლობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას. პრეზიდენტმა ლევიტსმა აღნიშნა, რომ ლატვია მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.

შეხვედრას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.