« სექტემბერი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 |
23-01-2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა , მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე, ავტომანქანით, თხელას სახეობის 50 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. მან ხე-ტყის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შემდეგი რეაგირების მიზნით, მასალები შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.