გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში ავგიის ნაეკლესიარს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

23-01-2020

სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინა ქ. ბათუმში, ახალსოფლის ავგიის უბანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის შესახებ (ავგიის ნაეკლესიარი).

სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 16 იანვრის №02 /4 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ავგიის ნაეკლესიარი არქიტექტონიკით, სამშენებლო ხელოვნებითა და არქეოლოგიური მასალების მიხედვით V ს-ის ძეგლს წარმოადგენს.

ნაგებობა გადახურული ყოფილა ხის კონსტრუქციებზე დალაგებული ბრტყელი და ღარიანი კრამიტებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გადახურვის ეს ხერხი ძალზედ იშვიათია. ავგიის ეკლესიის მსგავსი გადახურვა ჯერჯერობით ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, ჭაბუკაურისა და დოლიჭოპის უბანში შესწავლილ სამნავიან ბაზილიკებს ახასიათებს.