გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლაშა ხუციშვილი: საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

24-01-2020

ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საბაჟო სფეროში განხორციელდა, როგორც საკანონმდებლო სრულყოფის, ისე სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს მეზობლებთან საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის მიმართულებით.

სიტყვით გამოსვლისას, ლაშა ხუციშვილმა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს რეფორმების მუდმივი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მათთან თანამშრომლობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.