გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ნიგვზიანში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

29-01-2020

ღეს ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

მოქალაქეების გადაწყვეტილებით, ნიგვზიანში, არჩეულში, ჩანჩეთსა და ხაჯალიაში გარე განათების მოწყობა, გზებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაცია გადაწყდა.

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდა მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიხედვითაც ძირითად პრიორიტეტებად განისაღზვრა შიდა გზებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაცია, გარე განათებების მოწყობა. შესაბამისი სამსახურის მიერ დაწყებულია პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.


შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, მერის პირველი მოადგილე ბიძინა იმნაიშვილი ესწრებოდნენ.


შეხვედრას ასევე ადგილობრივი სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი სურვილია სკოლის მიმდებარე 

ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მოწყობა და სკოლის ეზოს გამწვანება. მუნიციპალიტეტის მერმა მათ გვერდით დგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.