29-01-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნილი ჰქონდა ტერორისტული დაჯგუფება, რომლის ლიდერიც იყო ახმედ ჩატაევი.
უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ჩატაევს ამ დაჯგუფების შექმნა სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და ექსპრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დაავალეს.
მისივე განცხადებით, ის აპირებს მიმართოს გენერალურ პროკურატურას და მიაწოდოს საჭირო დოკუმენტური მტკიცებულებები. ასევე მისი თქმით, ჰყავს ამ საკითხზე მოწმეები, რომლებიც ამ ინფორმაციას დაადასტურებენ.
„დადგა დრო, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე, თუ რა ხერხებს მიმართავს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. „ნაციონალურ მოძარობას“ აქვს ტერორისტებთან კავშირი და ეს უნდა იცოდეს, როგორც საქართველოს მოსახლეობამ, ასევე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებმაც.
სათავეში რა თქმა უნდა, მათი ლიდერი, გაქცეული ყოფილი პრეზიდენტია, ეხლა რომ ამზადებენ გმირად ჩამოვიდეს.
დოკუმენტებიც იქნება და ადამინებიც იქნებიან, რომლებიც ისაუბრებენ. ნამდვილად შემიძლია ამის დადასტურება, რადგან მაქვს პასუხისმგებლობა, როგორც მოქალაქეს და ასევე როგორც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირს, რომ რასაც ვსაუბრობ დავადასტურო და გავასაჯაროო ის მასალები, რაც რეალურად მაქვს.
ეს არ არის რაიმე პიარკამპანია ან მსაგვსი. არ მინდა, ხალხმა ისე გაიგოს, რომ კომუნიკაცია არსებობდა მარტო მიშას და ვანოს მხრიდან ისლამურ სახელმწიფოსთან - ეს იყო შექმნილი არაფორმალური დაჯგუფება, რომლის წევრების ნაწილი ცოცხალი აღარ არის, ნაწილი ლიკვიდირებულია მათი მხრიდან და ნაწილი გასულია ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სწორედ ამ დაჯგუფების წევრი იყო ჩატაევიც, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მას სააკაშვილისგან და მერაბიშვილისგან ამ ჯგუფის შეკრება დაევალა და მან ეს ჯგუფი შეკრიბა“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.